| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ამჯერად, ვიქტორინა მე-6ა კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო.
„ვიქტორინა ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში, თუ წრეობრივი მუშაობის დროს მიღებული ცოდნის შეჯამება- განმტკიცებასა და ინტეგრირებას. ასევე, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და გაძლიერებას“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესის საინტერესო ღონისძიებებით გამრავალფეროვნებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლა „ჰელიოსის“ მე-6ა კლასის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს შიდასაკლასო ვიქტორინაში. კლასი გაიყო სამ გუნდად. მოსწავლეებმა გაიხსენეს განვლილი მასალა გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებთან დაკავშირებით და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა