სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტი ხორციელდება
26-02-2024
-
+


როგორი მკითხველი ვარ მე?- დასვეს კითხვა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მეტად საინტერესო პროექტი წამოიწყეს. 

„წიგნიერების ამაღლება ბავშვებში“ - გახლავთ გრძელვადიანი პროექტი, რომელმაც სკოლაში მიმდინარე სასწავლო წლის 4 დეკემბერს აიღო სტარტი და წარმატებით გრძელდება. 

პროექტის ინიციატორები არიან XII კლასის მოსწავლეები - ვენერა მურადოვა, იაზაგიულ ალიევა, აფიდა მუსაევა და ლამან ისკანდაროვა.

„წიგნს ვერაფერი შეცვლის, იგი ფრთებს ასხამს ფანტაზიას!“ - გვასწავლის ბავშვების საყვარელი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი.

... და რადგან, მოსწავლეთა დიდი ნაწილი არც ისე ხშირად სტუმრობს ბიბლიოთეკას, „მოსიარულე წიგნებმა“ გადაწყვიტეს თვითონ მისულიყვნენ მათთან.

„მინი- ბიბლიოთეკის“ „დიასახლისი“ ვენერა მურადოვა ეხმარება მოსწავლეებს მათი ასაკის და შესაძლებლობის მიხედვით შეარჩიონ სათანადო ლიტერატურა. ... და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაჩნდა იდეა, თვითონაც შექმნან წიგნი“,- გვიყვებიან პროექტის შესახებ სკოლაში. 

პროექტის ფარგლებში, VIII კლასის მოსწავლე ნაზი ასადოვამ ქართულ ენაზე დაწერა ქართული ხალხური ზღაპრის - „კომბლე“ გაგრძელება. თვითონ დაამზადა და დაასურათა წიგნი. უმცროსკლასელები ინტერესით კითხულობენ ზღაპარს და ნაზლის მიერ დაწერილ გაგრძელებასაც.

პროექტი ეტაპობრივად მიმდინარეობს, 20-21 მარტს ჩატარდება დისკუსია თემაზე - „წიგნი თუ კომპიუტერი“. 9-10 მაისს საინიციატივო ჯგუფი გამართავს ბლიც-ინტერვიუს თემაზე - „როგორი მკითხველი ვარ მე?"

მაისის ბოლოს პროექტის შედეგები შეჯამდება.

„წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. პროექტის დაწყებამდე გამოკითხული მოსწავლეების 45% ვერ იხსენებდა, რომელი წიგნი წაიკითხა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ამჟამად, სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე ჩართულია პროექტში და მოსწავლეთა70%-მა ათზე მეტი წიგნი წაიკითხა.

პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებას და რაც მთავარია, როგორც ყველასათვის საყვარელი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი იტყოდა, ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ ვხდებით იმაზე უკეთესები, ვიდრე მანამდე ვიყავით“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტს დიდი შემართებითა აგრძელებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება