სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პოეტ პაატა მახარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
12-02-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ყოველთვის საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიებებით გამოირჩევა.

ამჯერად, სკოლაში პოეტ პაატა მახარაძის (ლიტერატურული ფსევდონიმით „ბართოლომეო“) ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა. აქვე აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა განვითარებაზე სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე და მისი მოადგილე - დალი სილაგაძე ზრუნავენ. სწორედ მათი თაოსნობით, არაერთი აქტივობა გამართულა. 

ღონისძიება სკოლის დირექტორმა გახსნა, რომელმაც სტიქიით დაზარალებულთა ოჯახების ახლობლებს მიუსამძიმრა და დარბაზმა წუთიერი დუმილით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. წამყვანებმა - IXა კლასის მოსწავლე ანი ოჩხიკიძემ და Xბ კლასის მოსწავლე ლევან ბენიძემ  სტუმრებს პაატა მახარაძის ლექსების თემატიკა საინტერესოდ წარმოუდგინეს. 

სკოლაში ახლადდაარსებულმა გუნდმა (ხელმძღვანელი ნათია გოგუაძე) სიმღერა „ყური უგდეთ საქართველოს“ შეასრულა, შემდეგ მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს პაატა მახარაძის სხვადასხვა თემაზე დაწერილი ლექსები, ნორჩმა მევიოლინეებმა კი საინტერესო მუსიკალური ნომრები შეასრულეს. გარდა ამისა, მე-12 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები „ბართოლომეოს“ ლექსებზე შექმნილი საკონკურსო ჩანახატებიდან.

„შემოქმედის დის, ქალბატონი ბელა მახარაძე - ბერკემერის, ინიციატივით იმერეთის მასშტაბით ტარდება კონკურსი სახელწოდებით - „მე ვიმღერებ, შენ აშენე“, რომელიც პაატა მახარაძის ლექსების პოპულარობას შეუწყობს ხელს.
ღონისძიების დასასრულს გუნდმა მონაწილე მოსწავლეებთან ერთად შეასრულა სკოლის ჰიმნი, რომლის ტექსტიც ბატონი ოტიას ხელშენავლებია.
აღინიშნა, რომ შემოქმედისთვის მთავარია ადამიანი, სამყაროს გვირგვინი. მის ლექსებში იკითხება, რომ ადამიანი და ადამიანობა, პიროვნების სული, მისწრაფება, მშვენიერებაა მთავარი. რადგან შესანიშნავად იცის, რომ სწორედ ადამიანი ალამაზებს სამყაროს, ჩვენს ყოფიერებას, ჩვენს აზრობრივ არსებობას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება