სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-6 კლასის „მკითხველთა გუნდი“ საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა 
12-02-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისი“ საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავ კამპანიას დიდი ინტერესითა და შემართებით შეუერთდა.

 მე-6 კლასის „მკითხველთა გუნდი“, პედაგოგის ნანა ფერაძის ხელმძღვანელობით, საოცარი, უცხოელი ახალგაზრდა განათლების აქტივისტის ანილა ბუხარის (Anila Bukhari) ინგლისურენოვან პოეზიას გაეცნო.

მოსწავლეებმა მწერლის მოკლე ბიოგრაფიაც განიხილეს და აღნიშნეს, რომ ის, 20 წლის ასაკში უკვე 11 წიგნის ავტორია, მისი შემოქმედება გოგონების განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებით, განსაკუთრებით ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს.

მისი პროექტის - Girls Shine საშუალებით, ანილას ნამუშევრები 50 ქვეყანაშია ცნობილი. მისმა პოეზიამ, რომელიც 20 სხვადასხვა ენაზეა ნათარგმნი, მთელი მსოფლიო მოიცვა. მისი წიგნები გამოიცა აშშ-ში და უამრავ სხვა ქვეყანაში.

„ანილას თავდადება სცილდება წერას“, - ასე შეაფასეს სკოლაში ანილას საქმიანობა.

მოსწავლეები მწერლის მიღწევებსაც გაეცნენ: მან დააარსა გლობალური მასწავლებელთა კლუბი, რომელიც ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სკოლებში. მისი, როგორც შთამაგონებელი ლიდერის გავლენა აშკარაა მისი აღიარებითი ჯილდოთი ლონდონის პარლამენტის პალატისგან.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ანილას მიზანზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მისი მთავარი მოტივია უზრუნველყოს განათლება ყველა ბავშვისთვის.

„ანილას შემოქმედება გასაოცარია და „მკითხველთა გუნდში“, დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. პოეზია პოზიტიური გავლენის შთაგონება“, - აღნიშნავენ სკოლაში ახალგაზრდა მწერლის შემოქმედებასა და მისით დაინტერესებული მოსწავლეების შესახებ. 

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, საინტერესო ინიციატივისთვის. 

„მადლობა მოსწავლეებს და პედაგოგს ნანა ფერაძეს საინტერესო აქტივობის განხორციელებისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება