სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე დავზოგავ წყალს და ამით დავეხმარები დედამიწას“​ - ივანდიდის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება 
31-01-2024
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ამჯამად, დაწყებითი კლასების მოსწავლეები, მასწავლებლის - ლამზირა ირემაძის ხელმძღვანელობით, ახორციელებენ პროექტს -  „მე დავზოგავ წყალს და ამით დავეხმარები დედამიწას“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის თემა შეირჩა მისი აქტუალობიდან გამომდინარე, რადგან მსოფლიო საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანი პროდუქტია კაცობრიობისთვის სასმელი წყალი და რა დიდ აუცილებლობას წარმოადგენს წყლის რესურსების მოფრთხილება და დაცვა.

მდგრადი განვითარების 17 ძირითად მიზანს შორის მეექვსე, წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფაა.

პროექტის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს - ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების (მოსწავლეების, მასწავლებლების, თემის) ცნობიერების ამაღლებას წყლის დაბინძურებისაგან დაცვის აუცილებლობასა და მისი დაზოგვითი გამოყენების მნიშვნელობაზე.

პროექტის მონაწილეები სამ ნაწილად გადანაწილდნენ ჯგუფებში - „მკვლევარები“, „რეპორტიორები“ და „რეკომენდატორები“ და გაინაწილეს დავალებები.

„მკვლევარებმა“ შეადგინეს კითხვარი წყლის რესურსების მოფრთხილებისა და დაცვის შესახებ მოსახლეობის (როგორც მოსწავლეების, ასევე თემისც წარმომადგენლების) ცნობიერების დონის გასარკვევად და ჩაატარეს გამოკითხვა, წარმოაჩინეს შედეგები, გააკეთეს დასკვნები.

„რეპორტიორებმა“ მოამზადეს ფოტო/ვიდეორეპორტაჟები საკუთარ გარემოში მდინარეების ან სხვა წყალსატევების მდგომარეობის შესახებ (ყრის თუ არა მოსახლეობა ნაგავს სანაპრიოზე, ჩაედინება თუ არა წყალში კანალიზაცია, საწარმოო ნარჩენები და ასე შემდეგ); იღვრება თუ არა ონკანებიდან
და მილსადენებიდან წყალი უმიზნოდ და ა.შ. დაათვალიერეს და შეისწავლეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამდინარე მდინარე „ცხენისწყალი“ და მისი სანაპიროები, გადაიღეს ფოტო/ვიდეომასალა, გააკეთეს დასკვნები.

„რეკომენდატორები“ ეწვივნენ ხონის მუნიციპალიტეტის წყალკანალის მენეჯერს - თემურ საღარაძეს.

მოსწავლეებმა დაუსვეს კითხვები, რომლებზეც პასუხის დახმარებით მათ შეივსეს ის საინფორმაციო სივრცე, რომელიც სწორედ სასმელი წყლით მოწოდების ობიექტებსა და გზებს შეეხებოდა.

პროექტის I ნაწილის შემაჯამებელ შეხვედრაზე მოსწავლე-მასწავლებელმა მიიწვიეს პროექტის თემასთან დაკავშირებული დარგის სპეციალისტი თემურ საღარაძე, რომელმაც გამოკითხვის შედეგებთან მიმართებაში გააკეთა მთავარი აქცენტები და მოსწავლეებს მიაწოდა სწორი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასმელი წყლის მდგრადი მოხმარების შესახებ.

„პროექტი გრძელდება და დაგეგმილია ძალიან საინტერესო, ფორმალური თუ არაფორმალური განათლების, დანერგვის აქტივობები. პროექტი დასრულდება გაზაფხულზე. პროექტზე მომუშავე გუნდს ვუსურვებთ წარმატებებს!“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება