| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში განათლების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლის ბიბლიოთეკაში, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია და იმსჯელეს განათლების მნიშვნელობაზე, როგორც ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარების ძირითად საშუალებაზე.
ღონისძიებისთვის ვიზუალური და საინფორმაციო მასალები შექმნეს შეხვედრა მათი გამოფენით შეაჯამეს.
განათლების საერთაშორისო დღე 24 იანვარს აღინიშნება. თარიღის აღნიშვნა, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა, გლობალური მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის კუთხით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინკლუზიური განათლების სისტემის შექმნის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა