| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა ადგილობრივმა საგანმანათლებლო რესურსცენტრმა წლის მანძილზე გაწეული წარმატებული საქმიანობისთვს დააჯილდოვა.
2023 წლის, 22 დეკემბერს გამართულ წლის შემაჯამებელ თათბირზე, სამღერეთის საჯარო სკოლას თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაწესებულ ნომინაციაში - „წლის საუკეთესო სკოლა“ სიგელი გადაეცა.
ღონისძიებას საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სკოლაში ჯილდო ახარებთ. სკოლის დირექტორი იამზე მელაძე რესურსცენრტის უფროსს ზურაბ აზარიაშვილს შრომის დაფასებისთვის მადლობას უხდის.
„წლის საუკეთესო სკოლა! შრომას აქვს აზრი და ის აუცილებლად ფასდება.
მადლობა რესურცენტრის უფროსს - ზურაბ აზარიაშვილს და თითოეულ მის თანამშრომელს, ჩვენი სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა ღვაწლისა და შრომის დაფასებისთვის, გვერდში დგომის, ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
სიამაყით ვულოცავთ სამღერეთის საჯარო სკოლას ამ წარმატებას
გვჯერა სკოლა უამრავ წარმატებულ და ნიჭიერ ახალგაზრდის განათლებას შეუწყობს ხელს, რომელიც ამაყად, ღირსეულად და პასუხისმგებლობით დადგება ქვეყნის სადარაჯოზე“,- აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა