სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებს დოკუმენტაციის გასაგზავნად ვადა 9 თებერვლამდე აქვთ - დეტალური ინფორმაცია
29-01-2024
-
+


ბათუმის მასწავლებლის სახლი აცხადებს საჯარო და კერძო სკოლის ფიზიკის მასწავლებელთა კონკურსს ქ. ჟენევაში (შვეიცარია) მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად.

სტაჟირება განხორციელდება 2024 წლის 17 - 24 მარტს. კონკურსის შედეგად შეირჩევა ფიზიკის 4 პედაგოგი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლებიდან. მათი სტაჟირების სრული დაფინანსება განხორციელდება ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) მიერ. კერძო სკოლის მასწავლებლების სტაჟირება დაფინანსდება მათივე სკოლის მიერ.

სტაჟიორი ვალდებულია ვიზიტის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, სკოლაში შექმნას არანაკლებ 10 წევრისაგან (მოსწავლე) შემდგარი სასკოლო კლუბი, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრება არანაკლებ ერთი სასწავლო წლით.

რაც შეეხება კონკურსის პირობებს, მონაწილე: 1. უნდა ასწავლიდეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო ან კერძო სკოლაში; 2. უნდა ფლობდეს უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსს. 3. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში პედაგოგი არ უნდა იყოს ნამყოფი ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: I ეტაპი: დოკუმენტაციის ელექტრონულად მიღება/გადარჩევა II ეტაპი: კომისიასთან გასაუბრება, განხორციელებულ პროექტ-გაკვეთილის წარდგენა/პრეზენტაცია და შეფასება.

საჭირო დოკუმენტაცია: 1. CV ქართულ ენაზე 2. პირადობის მოწმობის ასლი 3. დიპლომის ასლი 4. ცნობა სკოლიდან ფიზიკის საგნის მასწავლებლობის შესახებ სქემის სტატუსის მითითებით.  კონკურსში კერძო სკოლის მასწავლებლის მონაწილეობის შემთხვევაში, კონკურსანტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს სკოლის ადმინისტრაციის თანხმობა დაფინანსების თაობაზე. 5. სკოლაში მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული სასწავლო პროექტი-გაკვეთილი ფიზიკაში ან ინტეგრირებული ფიზიკასთან პრეზენტაცია Power Point-ის სახით (8-10 სლაიდი/ თხრობის ხანგრძლივობა 8-10 წუთი) * შენიშვნა: პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს: პროექტ-გაკვეთილის აღწერას, განხორციელების და საბოლოო პროდუქტის ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას.

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია და პრეზენტაცია უნდა გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ajaraedufund@gmail.com;

დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 9 თებერვალი (18.00 სთ).


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება