| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N72 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს ყოველთვის აღნიშნავენ. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
სკოლაში ქვეყნის ევროპული მომავლისკენ გადადგმული ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა. სკოლაში ჩატარდა კვირეული - „გზა ევროპისკენ”.
კონფერენციას საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრა ხელმძღვანელობდა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო კლუბ „ჰელიოსის” წევრები.
სკოლაში ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
იხილეთ ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა