| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N48 საჯარო სკოლა სათუთად ინახავს უძვირფასეს ფოტოარქივს, სადაც დიდი ქართველი, საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერებია შემორჩენილი.
სკოლა ამაყია, რომ მისი მრავალწლიანი ისტორია ჩაწერილია მატიანეში და დღეს, ყველა მოსწავლესა თუ მასწავლებელს, აქვს შესაძლებლობა ისეთი დიდი ადამინების წერილები წაიკითხონ, როგორებიც გახლდათ კონსტანტინე გამსახურდია, ანა კალანდაძე, შალვა ამირანაშვილი და სხვანი.
სულ ცოტას თუ აქვს ბედნიერება, სამოტივაციო სიტყვები ანა კალანდაძისგან მიიღოს, წაიკითხოს მისი რჩევები, სასკოლო ცხოვრების დაწყებისას თუ პროფესიის არჩევისას, ან სწავლის არსზე, შალვა ამირანაშვილის ერთ აბზაცში ჩატეულ ჭეშმარიტებას ეზიაროს, ან კიდევ, სწავლის დაწყებისას მიიღოს მილოცვა კონსტანტინე გამსახურდიასგან.
თბილისის N48 საჯაერო სკოლა დიდი სიამაყით გვიზიარებს ხელნაწერებს და ფოტოარქივს, რომელსაც განსაკუთრებულის სიფაქიზითა და რუდუნებით უფრთხილდება.
„უძვირფასესი ფოტოარქივი ინახება ჩვენ სკოლაში საბედნიეროდ, სკოლის ისტორია სათუთადაა შენახული და მოღწეული ჩვენამდე... ჩვენ დიდი სიამაყით გიზიარებთ ფოტოებს...“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა