| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, V კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომელსაც ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ხათუნა უსტიაშვილი ხელმძღვანელობდა.
პროექტი მიზნად ისახავდა პრობლემის დასმისა და მისი გადაჭრის, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების ხელშეწყობას, მთავარი მიზანი კი იყო მოსწავლეებს აღეწერათ მზის სისტემა.
„როცა ვიწყებთ კოსმოსის შესწავლას მეხუთე კლასში ბავშვებში დიდ ინტერესს იწვევს ეს თემა და ბევრი კითხვა უჩნდებათ, ამიტომ გადავწყვიტე განმეხორციელებინა სასწავლო პროექტი, რომელიც დავასრულეთ სპექტაკლით - „სტუმრად მზის სისტემაში“.
მოგეხსენებათ, პროექტით სწავლება წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად მუშაობენ ფორმულირებულ პრობლემაზე, რომლის დასამუშავებლადაც ადგენენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ქმნიან საერთო პროდუქტს.
დაგეგმილი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას - ცოდნის ტრანსფერს. მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავე სცენარი და შევქმენით დეკორაციები. პროექტის წარმატება განაპირობა საკითხის შემოქმედებითად გააზრებამ“,- აღნიშნავს მასწავლებელი და დასძენს, რომ მოსწავლეებმა სრულყოფილად შეისწავლეს „მზის სისტემა“, ღრმად გაიაზრეს შესასწავლი
მასალა, განუვითარდათ შემოქმედებითი, თანამშრომლობითი უნარები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა