| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სასწავლო წელი გაჯერებულია, მრავალფეროვანი როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ასევე საზეიმო-გასართობი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ტრადიციულად, წინასაახალწლოდ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ყველა მონაწილე კლასი საინტერესო წარმოდგენით წარდგა მაყურებლის წინაშე.
მოსწავლეებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კლასის ხელმძღვანელებს და მუსიკის პედაგოგს ღონისძიების ორგანიზებისთვის და საინტერესო, შინაარსიან და წარმატებებით დახუნძლულ წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა