| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს აძლევენ, როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე უნერგავენ ისეთ ღირებულებებს - როგორიცაა სიკეთის კეთება, კაცთმოყვარეობა და ქველმოქმედება.
მოსწავლეებს მაგალითს პირველ რიგში სკოლის დირექტორი და პედაგოგები აძლევენ.
საახალწლო დღეებში ბარდნალის საჯარო სკოლა გამოწვევას - „სიკეთე გადამდებია!“ შეუერთდა.
სასკოლო საზოგადოებამ გამოწვევა წიფერჩის საბავშვო ბაღისგან მიიღო და აქციაში სიამოვნებით ჩაერთო. სადღესასწაულო საქველმოქმედო აქცია კი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ წამოიწყო.
დირექტორი მთავარისა ახვლედიანი და პედაგოგები ხელდამშვენებულნი ბარდნალის საჯარო სკოლის ყოფილ თანამშრომლებს ესტუმრნენ და სადღესასწაულო დღეები გაულამაზეს.
„ჩვენს ყოფილ თანამშრომელ ქალბატონებს ვეწვიეთ საახალწლო ნობათით და ძალიან გავახარეთ, ჩვენც ასეთივე გახარებული დავბრუნდით! სიკეთე და სიხარული დაგვებედოს!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში.
სიკეთე მართლად გადამდებია, ბარდნალის საჯარო სკოლამ აქციაში ჩასართველად აღვის საჯარო სკოლა გამოიწვია.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა