| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მხრივ განსაკუთრებული იყო წინასაახალწლო პერიოდი. გაიმართა არაერთი ღონისძიება.
მათ შორის, სკოლის ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა - ასტხიკ გალოიანმა, ჰაიკუჰი ჰახვერდიანმა და ანნა თევანიანმა, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გადაიღეს საახალწლო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „როგორ წავიდა ჭიანჭველა პაწა თოვლის ბაბუას სანახავად“.
ასევე, ბილინგვურის სპეციალისტებმა გამართეს საახალწლო ღონისძიება, ხოლო ხელოვნების მასწავლებელმა - ლიდა გალოიანმა მოაწყო გამოფენა და სასკოლო საზოგადოებასა და მშობლებს წარუდგინა მოსწავლეთა ნამუშევრები.
მოსწავლეები ახალ წელს ახალი შემართებით, გეგმებითა და განახლებული ენერგიით შეხვდნენ.
იხილეთ ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა