სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალი წლის ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“ - ქუთაისის N40 სკოლის მეექვსეკლასელთა შემეცნებითი და სახალისო საახალწლო ღონისძიება
15-01-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით, არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

მათ შორის, წინასაახალწლოდ, 22 დეკემბერს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6ბ კლასში (კლასის ხელმძღვანელი - დარეჯან ნემსაძე) ჩატარდა საახალწლო ღონისძიება - „ახალი წლის ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“.

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს გერმანიასა და იტალიაში, ირლანდიაში, ეთიოპიაში, ავსტრალიაში, ჩილეში, შოტლანდიასა და ბულგარეთში, სომხეთსა თუ აზერბაიჯანში და, რა თქმა უნდა, საქართველოში.

მოსწავლეების სასკოლო საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციების შესახებ ენაცვლებოდა ლამაზი ლექსი და ხალხური სიმღერა, ხოლო ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო თამაშს - საიდუმლო სანტას გამოვლინებას ... ხუმრობისა და სიცილის ფონზე ბავშვებმა გადასცეს ერთმანეთს სამახსოვრო საახალწლო საჩუქრები.

ასე ხალისით დაემშვიდობნენ მოსწავლეები ძველ და იმედებით შეეგებნენ ახალ 2024 წელს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ N40 საჯარო სკოლის პედაგოგები - აზა ჯამბურიძე და ვალიდა კვირიკაშვილი, მე-6ბ კლასის მოსწავლეთა მშობლები.

ღონისძიების დასასრულს პედაგოგებმა და მშობლებმა მიულოცეს ბავშვებს დამდეგი შობა -ახალი წელი, მადლობა გადაუხადეს კლასის ხელმძღვანელ დარეჯან ნემსაძეს გაწეული შრომისთვის - საინტერესო, შინაარსიანი და ძალიან ხალისიანი ღონისძიებისთვის.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება