სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლისთვის კომფორტულია წყნარი ბავშვი, მაგრამ...“ - თამარ გაგოშიძე
18-01-2024
-
+


„მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რის ხარჯზე გვინდა განათლება ჩვენ... ჩვენს შვილებს ვზრდით ასე - თუ გინდა იყო კონკურენტურნარიანი, წარმატებული, უნდა ისწავლო ყველაფერი, ისწავლო ინგლისური, კიდევ მეორე ენა... მეორე კლასიდან ორ ენას ასწავლიან ბავშვებს სკოლებში... არ ვიცი, ამას რა ჰქვია, არადა, ცოტა ხანში, ხელოვნური ინტელექტის გადამკიდე, თარჯიმნები აღარ დაგვჭირდება“, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, უფროსებს გვსურს, ბავშვები გავწვრთნათ წარმატებაზე და „ის განცდა, რომ ვარ რეალიზებული, მე ვარ „მე“,  უფასურდება; ნახეთ, რა არის შედეგები - პატარა შენიშვნას ვეღარ იტანს ადამიანი“.

თამარ გაგოშიძემ ასევე აღნიშნა, რომ მოზარდებში წერა-კითხვის პრობლემას არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის კი ერთ-ერთია, როდესაც მშობელს სურს „გადააკეთოს“ შვილი: „გვეჩვენება, რომ შეგვიძლია ადამიანების გადაკეთება, მაგრამ ამას ვერ მოვახერხებთ ვარდს მიხაკად (ან პირიქით) ვერ გადავაკეთებთ, უბრალოდ უნდა მოვრწყათ, რომ გაიხაროს და ბავშვებს ასე რატომ არ ვექცევით?!

ჩვენ გვინდა, გავზარდოთ ის, ვინც გვინდა - ესაა პრობლემა; სკოლაც და საბავშვო ბაღიც ორი პარამეტრით იზომება - ბავშვების ჩართულობითა და თანამონაწილეობით; წყნარი ბავშვი კომფორტულია მასწავლებლისთვის, მაგრამ მას შიგნით რა აქვს, ჩვენ არ ვიცით. ​

როცა ინკლუზიურ განათლებაზე ვსაუბრობთ, ის არ ეხება მხოლოდ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებს - ინკლუზია ყველას ჩართვაა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესში. 

სამწუხაროდ, მასწავლებლები ორიენტირებულნი არიან საუკეთესო და არა საშუალო მიღწევების მქონე მოსწავლეებზე, ფინური სკოლა კი იმიტომაა მოსწონი, რომ სწორედ საშუალო მიღწევების მქონე ბავშვებს უთმობენ დიდ ყურადღებას“, - დასძინა გაგოშიძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება