სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მუსიკა და ტელევიზია“ - საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში
11-01-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი ქეთევან გედენიძე მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობს. 

ამ მხრივ საინტერესო იყო 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრიც. 

1-ელ დეკემბერს IVა კლასში, მასწავლებელმა ქეთევან გედენიძემ, ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „მუსიკა და ტელევიზია“. საკითხი: „ანონსისა და გადაცემის აღწერა მუსიკით“.

მასწავლებელმა გაკვეთილი დაიწყო სახალისო რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოებით. გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, მოსწავლეებმა გაიხსენეს და დაასახელეს ცნობილი ტელეგადაცემები, სატელევიზიო და მუსიკალური ჟანრები, ლოგო და ქუდი.

მასწავლებელმა მოსწავლეებს უჩვენა ორი ტელეგადაცემის ანონსი: „მუსიკოლოგოსი“ და „ფეხბურთის დრო“. მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები გასცეს შეკითხვებს, თუ რა ინფორმაცია მიიღეს ვიდეოფრაგმენტებიდან და რომელი ჟანრის ანონსი იყო წარმოდგენილი.

მოსმენილი რევაზ ლაღიძის ოთხი ნაწარმოების ფრაგმენტები აღწერეს მახასიათებლების გამოყენებით, მიუსადაგეს ისინი ეკრანზე წარმოდგენილ დედაქალაქში არსებულ ძეგლებს და წერილობით უპასუხეს შეკითხვებს, თუ რომელი ფრაგმენტი მოეწონათ ყველაზე მეტად და როგორი განწყობის იყო თითოეული ფრაგმენტი.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე, კლასის დამრიგებელი ქეთინო დიაკონიძე და ინფორმაციული მენეჯერი მარი ივანიძე.

გაკვეთილმა მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით, საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება