| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მხრივ გამორჩეული და საზეიმო იყო წინასაახალწლო დღეები.
6 დეკემბერს, Iა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში. საკლასო ოთახში საახალწლო განწყობა იგრძნობოდა და მოსწავლეებიც თავიდანვე ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში.
მასწავლებელმა შეაჯამა განვლილი მასალა. ბავშვებმა უპასუხეს გამოწვევის ფაზაზე დასმულ კითხვებს, ინდივიდუალურად, წყვილებში და გუნდურად წაიკითხეს ტექსტი.
გაიხსენეს შესწავლილ ასო-ბგერასთან დაკავშირებული ლექსი და ანდაზა, სახელმძღვანელოში მოცემული ნახატების მიხედვით შეადგინეს წინადადებები და დაახასიათეს პერსონაჟი.
მხიარული, განსატვირთი აქტივობის შემდეგ, მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო „ზ“ და „ო“ ასო-ბგერები. წაუკითხა ნესტან კუპრავას მოთხრობა „ჰყავს“. მოსწავლეებმა მოთხრობის შინაარსიდან გამომდინარე გაიაზრეს, რომ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ მარტონი არ ვართ დედამიწაზე.
დასასრულს პედაგოგმა განმავითარებელი კომენტარით შეაფასა ბავშვები.
გაკვეთილს სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე ესწრებოდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა