სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებას შეუერთდნენ
11-01-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან. პედაგოგები მოწაფეებს როგორც საკუთარი, ისე სხვების უფლებების დაცვასა და პატივისცემას, თანასწორუფლებიანობას ასწავლიან. სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ყოველთვის აფიქსირებენ საკუთარ სამოქალაქო პოზიციას და მონაწილეობენ არაერთ ღონისძიებაში.  

4 დეკემბერს, სასკოლო საზოგადოებამ გენდერული ძალადობა კიდევ ერთხელ დაგმო და ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებას შეურთდა. 

ღონისძიება, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი ნარინჯისფერი კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ქალაქ ქუთაისში გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებას ქუთაისის №40 საჯარო სკოლიდან ესწრებოდნენ მასწავლებლები (ლია კუხიანიძე, ლალი რობაქიძე), მოსწავლეები (მარიამ ნაზარენკო, ანანო ბაზმანი, ნია მესხი, მარიამ სახელაშვილი) და მშობლები (ქეთევან ყვავაძე, ლელა მაჭარაძე).

მსოფლიოს მასშტაბით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან (25 ნოემბერი-10 დეკემბერი) იმართება და მას ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდი მასშტაბები აქვს. 16-დღიანი კამპანიის მთავარი მიზანი არის გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება.

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრმა- თინათინ ნიბლოშვილმა, იმერეთის საბჭოს ხელმძღვანელმა - მარეხი ნიჟარაძემ და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს უფროსი - ინდირა რობაქიძე დამსწრე საზოგადოებას ძალადობის გავრცელებულ ფორმებზე, მათ წინააღმდეგ სახელმწიფოს ხელთ არსებულ ბერკეტებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებზე ესაუბრა.

„ნარინჯისფერი კამპანიის“ მიზანია გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება