სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს ფილმების საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვება მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა
09-01-2024
-
+


ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებამ აღიარება ჰპოვა. მათმა შექმნილმა კინოსურათმა ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა. 

მოსწავლე-მასწავლებლებს აღიარება ხონის მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა. 

ლადო ჯურხაძემ საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულებს, N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა.

ფესტივალზე, რომელიც გამოჩენილი რეჟისორის სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იშვიათ, მივიწყებულ პროფესიაზე ფილმი - „ერთი კეცის ისტორია“ (იხილეთ ფილმი) წარადგინეს.

ფილმის მთავარი გმირი სოფელ დედალაურში მცხოვრები სერგო ხაჭაპურიძე ქვის კეცის ოსტატია.

ფილმმა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის სტატუსი მოიპოვა და საერთაშორისო ჟიურის სპეციალური დიპლომითა და პრიზით დაჯილდოვდა.

ლადო ჯურხაძემ შემოქმედებით ჯგუფს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა:

„მისასალმებელია, რომ ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა კინოსამყაროს უფრო ახლოდან გაცნობოდნენ. დარწმუნებული ვარ ეს მათთვის არამარტო სიახლე, არამედ დამატებითი ცოდნისა და უნარების შეძენისა და განვითარების შესაძლებლობა იყო, მით უმეტეს რომ წარმატებას მიაღწიეს. გილოცავთ, ვულოცავ ჩემ მშობლიურ სკოლას...“,- აღნიშნა მერმა. 

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“ წელს მეცამეტედ გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება