| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პიროვნულ აღზრდას, მათთვის სწორი ღირებულებების სწავლებასა და მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას პედაგოგები დიდი ყურადღებას აქცევენ.
სწორედ ღირებულებათა სისტემის ფორმირებას მიეძღვნა მე-5ბ კლასში 2023-2024 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩატარებული სადამრიგებლო საათი თემაზე - „მეგობრობა“. როგორც კლასის დამრიგებელი გვიყვება, მისი მიზანი იყო ეჩვენებინა მოსწავლეებისთვის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ჰყავდეს ნამდვილი მეგობარი, ჰქონდეთ მოთმინებისა და კეთილგანწყობის ჩამოყალიბების უნარი და რაც მთავარია ჰქონდეთ მისწრაფება ურთიერთგაგებისკენ.
„საუკეთესოდ, ხალისით და ღიმილით მიაწერეს ჩემმა ოქრო გოგო-ბიჭებმა თუ როგორი მეგობრის ყოლას ისურვებდნენ, შეავსეს ანკეტა, ცოტა ხმაურით გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები და ყველა ერთად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ „ჩემი თანაკლასელი ჩემი მეგობარია“,- გვიყვება პედაგოგი და დასძენს, რომ იმედი აქვს, დღევანდელ სოციალურ გარემოში მისი პატარების ეს ნააზრევი იქნება კარგი მეგობრობის დასაწყისი მრავალი წლის მანძილზე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა