სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღების 23 სამსახურებრივი პოზიცია - ახალი სტანდარტი ცნობილია
17-01-2024
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა დამტკიცდა.

დოკუმენტის თანახმად, საბავშვო ბაღებს ჰყავს ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია: სტრატეგიულ მართვაზე და ესაა დირექტორი, მოადგილე; ასევე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე  - სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამების და პროცესების მართვის კოორდინატორი/მეთოდისტი;

ფინანსური და მატერიალური რესურსებს მართავს ფინანსისტი, მთავარი ბუღალტერი, შესყიდვების კოორდინატორი, ხოლო ადამიანურ რესურსს - საქმისმწარმოებელი.

რაც შეეხება სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალს, ეს გახლავთ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი - აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, ასისტენტი, მუსიკის მასწავლებელი; ასევე ინკლუზიის ხელშემწყობი პერსონალი - ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი.

ბაღებში არის ჯანმრთელობის დაცვისა და ტექნიკური პერსონალი, ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება:

ა) ჯგუფის დამხმარე პერსონალი (აღმზრდელის თანაშემწე/ძიძა, ჯგუფის ოთახების დამლაგებელი);

ბ) სანიტარიული-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი (მნე, დამლაგებელი, მრეცხავი, მეეზოვე);

გ) კვების სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი (მნე, მედდა, მზარეული, მზარეულის თანაშემწე);

დ) ინფრასტრუქტურულ გამართულობასა და მატერიალური რესურსის დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი (მნე, ოსტატი, დამლაგებელი, მუშა);

ე) უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი (დარაჯი, დაცვის მუშაკი, მუშა).

დაწესებულების საჭიროებებისა და დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, რამდენიმე ფუნქციას ასრულებდეს ერთი და იგივე დასაქმებული, რაც აღინიშნება დაწესებულების მიერ მასთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამისი ფუნქციის მიმართ დადგენილ სტანდარტს.

პერსონალის აყვანის გადაწყვეტილებას კი იღებს დაწესებულება დამოუკიდებლად, არსებული რესურსებისა და დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება