სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა თვისებებით გამოირჩევიან მოსწავლეთა საყვარელი მასწავლებლები
05-01-2024
-
+


მასწავლებლობა მოსწავლეთა გამოკითხვა, მასალის ახსნა და დავალების მიცემა არაა, ის იმაზე ბევრ და მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს ვიდრე უბრალოდ სწავლებაა. შესაძლოა, პედაგოგი თავისი საქმის პროფესიონალი იყოს, უამრავი სერტიფიკატი ჰქონდეს, მაგრამ მოსწავლეების გულამდე ვერ აღწევდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი დამოკიდებულებით არიან ბავშვები მის მიმართ განწყობილნი, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს მათ სწავლის (საგნის) სიყვარულზე დიდ გავლენას ახდენს.

საინტერესოა, რა თვისებებით არიან შემკულნი მოსწავლეთა საყვარელი პედაგოგები. ამ საკითხთან დაკავშირებით „ეტალონთან“ რამდენიმე მოსწავლემ ისაუბრა.

„პირველ რიგში მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს და თბილი, მზრუნველი უნდა იყოს. ჩემი ინგლისურის მასწავლებელი სწორედ ასეთია. ყოველთვის უსიტყვოდ ესმის ჩვენი. ასევე გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს მე-8 კლასელი ნინი.

„განსაკუთრებულად ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიყვარს, რადგან არ ცდილობს თავისი აზრზე გადაგვიბიროს. პირიქით, მოსწონს, როცა განსხვავებულად ვაზროვნებთ და საინტერესო დისკუსიას ვმართავთ. ის ასევე ძალიან ყურადღებიანია და რაც მთავარია თავისი საქმე უყვარს. ეს მის თითოეულ გაკვეთილში იგრძნობა და ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება ბევრ საინტერესო და ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას გაგვაცნოს“, - გვიყვება მეთერთმეტეკლასელი საბა.

„ზოგადად, მასწავლებლობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან პედაგოგის ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ შესაძლოა ბავშვს საკუთარი თავის რწმენა შეურყიოს. სწორედ ამიტომ, მასწავლებელი პირველ რიგში, ძალიან დაკვირვებული და გაწონასწორებული უნდა იყოს. მარტივად არ უნდა ბრაზდებოდეს და მოსწავეების ადგილზე საკუთარი თავი უნდა წარმოიდგინოს ხოლმე. თუ ბავშვს კალამი ან რვეული დარჩება ამის გამო არ უნდა ეჩხუბოს. არ უნდა დაავიწყდეთ, რომ თავადაც იყვნენ მოსწავლეები. მე ასეთი თვისებების მქონე მასწავლებელი არ მყავს სამწუხაროდ“, - ამბობს მეათეკლასელი თორნიკე.

„კეთილი, დიდთან დიდი, პატარასთან - პატარა, შემოქმედებითი, ენერგიული და მეგობრული - სწორედ ამ თვისებებითაა ჩემი ქართულის მასწავლებელი მასწავლებელი შემკულია. გამორჩეულად მიყვარს მისი გაკვეთილები და იმდენად საინტერესო და მრავალფეროვან დავალებებს გვთავაზობს, რომ დრო როგორ გადის ხოლმე ვერ ვხვდები, “, - აღნიშნავს მეათეკლასელი ანა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება