| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ინგლისურ ენაში, რომლის თემა იყო - „ახალი წლის ტრადიციები და რიტუალები საქართველოსა და ინგლისში“.
ქართული ენის მასწავლებელმა - ნატალია სახოკიამ და ინგლისური ენის მასწავლებელმა - ჟანა მირცხულავამ მოსწავლეებს სასიამოვნო და მხიარული გარემო შეუქმნეს და მრავალფეროვანი აქტივობებით გაახალისეს ისინი.
მოსწავლეებმა ისაუბრეს საახალწლო ტრადიციებზე და რიტუალებზე როგორც საქართველოში, ასევე ინგლისში, ნახეს საბავშვო ფილმი - „შობა“, ასევე PowerPoint -ში აწყობილი პრეზენტაცია თემაზე - „ნაძვის ხე და ჩიჩილაკი“.
ბავშვებმა ასევე საკუთარი სურვილებით ნაძვის ხე მორთეს.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისათვის სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა