სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პროექტული სწავლების ფარგლებში, საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს
22-12-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწავლების სხვადასხვა მეთოდს სთავაზობენ. სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ასევე პროექტულ სწავლებას.

ამ მეთოდით სწავლებამ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისათვის ბევრად სახალისო და საინტერესო პროცესია, ვიდრე ტრადიციული. ის მოსწავლეებს ეხმარება საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი უნარები, რაც მათ მომავალი კარიერის დაგეგმვაში დაეხმარება.

X ა კლასის მოსწავლეებმა, რომელთა მოქალაქეობის მასწავლებელი თამილა თუთბერიძე, ხოლო დამრიგებელი დარეჯან ჯიშკარიანი გახლავთ, გაწერეს პროექტი - „აქტიური მოქალაქეობა“. პროექტის ფარგლებში მათ დაგეგმეს საინტერესო აქტივობები, რომლებიც ეტაპობრივად განახორციელეს.

ერთ-ერთი აქტივობა იყო საქველმოქმედო აქცია. ბავშვებმა პედაგოგებთან ერთად, შეაგროვეს ტკბილეული, სათამაშოები, სხვადასხვა პროდუქტი. ისინი წყალტუბოს სათნოების სახლს და ქუთაისში ,„ბავშვთა სოფელს“ ესტუმრნენ და საახალწლო ნობათი მიართვეს მათ.

სკოლაში ბავშვებსა და მათ მშობლებს მადლობას უხდიან პროექტში ასეთი აქტიური ჩართულობისთვის.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის მეთოდი, რომელიც სრულიად განსხვავებულია ტრადიციული სწავლების მეთოდისაგან. ის ავითარებს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარებს-კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის უნარს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება