სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლიის თემის N2 სკოლაში ანა კალანდაძის დაბადების დღეს ლიტერატურული საღამო მიეძღვნა
21-12-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში 15 დეკემბერს შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. 

15 დეკემბერი, ქართული პოეზიის დედოფლის - ანა კალანდაძის დაბადების დღეა. ანა კალანდაძეს 99 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ქართველი პოეტი ოზურგეთის მაზრის სოფელ ხიდისთავში 1924 წელს დაიბადა

ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგების - შორენა გოგოხიასა და ლანა კაკაჩიას ორგანიზებით, ლიტერატურული საღამო გამართეს.

მოსწავლეებმა ანა კალანდაძის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დიდი მოწონება დაიმსახურეს, ასევე წარადგინეს პრეზენტაცია ანა კალანდაძის ცხოვრებასა და  მის შემოქმედებაზე.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ანა კალანდაძე თანამედროვე ქართულ პოეზიაში გამორჩეული და თვალსაჩინო ფიგურაა. იგი უშურველად აღიარა ხალხმა პოეზიის დედოფლად და ქართული მწერლობის ცოცხალ კლასიკოსად, მისი პოეზია სიყვარულის აპოლოგიაა, რომელსაც მრავალი შენაკადი აქვს. მის შემოქმედებაში სიყვარულის მარადიული გრძნობა ისევე მრავლისმომცველია,როგორც სამშობლოს თემაზე შექმნილი პოეზია.

„უსაზღვროა ქართველი ხალხის სიყვარული ჭეშმარიტად ეროვნული პოეტის მიმართ. ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ღვთითმომადლებულ საკუთარ ნიჭიერებას, რადგან იგი მოვალედ გრძნობდა თავს მშობლიური ქვეყნისა და მისი მდიდარი კულტურის წინაშე, საყოველთაო მოწონების, სიყვარულისა და თაყვანისცემის ღირსია, ყველაფერი საუკეთესო ალალი იყო ანაზე, როგორც ეს მისმა მასწავლებელმა არნოლდ ჩიქობავამ ბრძანა“,- დასძინეს მოსწავლეებმა და პოეტთა მეფეს ხოტბა შეასხეს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება