სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ გაჩნდა საახალწლო ნაძვის ხე - ისტორია და ტრადიციები
22-12-2023
-
+


ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა, მის გარეშე რთული წარმოსადგენია ახალი წელი. მიუხედავად ამისა, ბევრმა ადამიანმა არ იცის მისი ისტორია და სიმბოლო.

საინტერესოა, საიდან გაჩნდა ეს ჩვეულება და რატომაა ახალი წლის განუყოფელი ნაწილი მორთული ნაძვის ხე?

ცნობილია, რომ საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია სათავეს გერმანიიდან იღებს. მე-16 საუკუნეში, მარტინ ლუთერმა(პროტესტანტმა რეფორმატორმა) შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა, რომელიც შემდგომ სანთლებით მორთო. მალე, გერმანიაშია, ყველა ოჯახის მაგიდაზე მსგავსი „თაიგული“ აღმოჩნდა. დრო გავიდა, „თაიგული“ ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც ნელ-ნელა იცვლებოდა. ევროპაში, ნაძვის ხის ტრადიცია  XVIII-XIX საუკუნეში უკვე ფართოდ გავრცელდა.

დროის გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო იხვეწება ნაძვის ხის მოსართავი ატრიბუტები - სათამაშოები. ტრადიციულად, ყოველ წელს ახალი სათამაშო უნდა შეემატოს ნაძვის ხეს. თავდაპირველად მას კამფეტებითა და გამხმარი ხილით რთავდნენ, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებამ მრავალფეროვანი, შუშისა და ფაიფურის სათამაშოები შემატა მას.

ძველ საბერძნეთში ნაძვი იმედის წმინდა ხედ მიიჩნეოდა. ყველა ცოცხალი არსების მარადიულ ცხოვრებად. გადმოცემის თანახმად, ტროას ცხენიც აგებული იყოს სწორედ ნაძვიდან.

რაც შეეხება საქართველოს, „ქართულ ნაძვის ხედ“ ცნობილი ჩიჩილაკი, წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. მას გურიაში „ბასილის ფაფუკ წვერებსაც“ ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი „ბასილის პურს“ უწოდებდნენ. 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა და ხალხმა ამ ფორმით გამოხატა მოწიწება დიდი წმინდანის მიმართ.

ნაძვის ხეებისა და დეკორაციებისადმი ინტერესი გაჩნდა, რომ ცნობილი დიზაინერები საახალწლო დეკორაციების მთლიან კოლექციებსაც უშვებენ. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

„ეს აპლიკაციები ბავშვებს ხელს უშლის საშინაო დავალებების შესრულებაში, წიგნების კითხვაში, მეგობრების ნახვაში... “

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება