სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სქემაში მასწავლებლების ჩართვის მთავარი მოტივატორი ხელფასია - კვლევის შედეგები ცნობილია
20-12-2023
-
+


მასწავლებელთა 60%-ის აზრით სქემაში ჩართვის მთავარი მოტივატორი ხელფასია; დირექტორების შეფასებით კი სქემით მინიჭებული სტატუსი არ შეესაბამება მასწავლებლის როლს სკოლაში; დირექტორებიც და პედაგოგებიც ერთხმად აღნიშნავენ რომ სქემა მასწავლებელს ართმევს სწავლებისთვის საჭირო დროს - აღნიშნულის შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასების შესახებ ჩაატარებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა.

„მასწავლებლებისთვის სქემაში ჩართვის მთავარი მოტივატორი ხელფასია. შეკითხვაზე, რა არის მასწავლებლისთვის სტატუსის მოპოვების ძირითადი მოტივატორი, მასწავლებლების 60% და დირექტორების 63% დასახელებული ხუთი მიზნიდან, პირველ
ადგილზე სახელფასო დანამატს უთითებს. ამასთან, მასწავლებლისთვის სტატუსი არ ასოცირდება კონკრეტულ ვალდებულებებთან.

დაწინაურების არხები არ არის ქმედითი და მორგებული სკოლის საჭიროებებზე. დირექტორები გამოთქვამენ წუხილს, რომ სქემით მინიჭებული სტატუსი არ შეესაბამება მასწავლებლის როლს სკოლაში. წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ფრაგმენტულად ან საერთოდ არ ინაწილებენ სასწავლო ლიდერობის სტანდარტში გაწერილ ფუნქციებს. ჩვენი რესპონდენტების მიერ გამოთქმული ეს ვარაუდი დასტურდება რაოდენობრივი კვლევის მონაცემებითაც. სკოლაში დღეს დასაქმებული 754 მენტორი მასწავლებლიდან მხოლოდ 24-ს (3.2%) და 9022 წამყვანი მასწავლებლიდან მხოლოდ 241-ს უჭირავს სასწავლო
ლიდერობასთან დაკავშირებული (მაგალითად, კათედრის გამგის) პოზიცია. საგულისხმოა, რომ სასწავლო ლიდერების პოზიციები უჭირავთ 854 უფროს და 241 უსტატუსო მასწავლებელს.

სტატუსის მოპოვებაში მასწავლებლები დიდ დროსა და ძალისხმევას დებენ, რაც მოსწავლეებს აკლდებათ. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში მასწავლებელთა უდიდესი ნაწილი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ სქემამ მასწავლებელი მოსწავლეებს ჩამოაშორა. მასწავლებლების ¾ და დირექტორების ნახევარზე მეტი ეთანხმება დებულებას, რომ „სქემა ზედმეტად ბევრს მოითხოვს მასწავლებლებისგან“.

ასევე, მასწავლებლების უდიდესი ნაწილი და დირექტორების უმრავლესობა თვლის, რომ სქემა მასწავლებელს ართმევს სწავლებისთვის საჭირო დროს“,- აღიშნულია კვლევაში. 

კვლევისთვის 662 სკოლა შეირჩა. სულ მონაწილეობა მიიღო 6 814-მა მასწავლებელმა და 286-მა დირექტორმა. მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, 2023 წლის ოქტომბრის თვეში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება