სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ შევიქმნათ საახალწლო განწყობა
30-12-2023
-
+


საზოგადოების ნაწილი საახალწლო განწყობის ნაკლებობას უჩივის. ამბობენ, რომ ადრე, საზეიმო და ამაღლებული განწყობა ჰქონდათ, მოუთმენლად ელოდებოდნენ ახალი წლის შემობრძანებას, თუმცა, ახლა ეს ემოციები თითქოს სადღაც დაიკარგა. საახალწლო განწყობის ნაკლებობას ხშირად, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, საოჯახო საქმეები და ზოგადად ცხოვრების წესი იწვევს. დღევანდელ ქაოტურ სამყაროში ეს ბუნებრივიცაა, თუმცა, მაინც აუცილებელია ამაღლებული განწყობა შევიქმნათ და ახალ წელს იმედებით აღსავსე და გაღიმებულები შევეგებოთ.

ამბობენ, როგორადაც შეხვდებით ახალ წელს ისეთი წელი გექნებათო, ამიტომ, კარგი იქნება თუ განწყობაზე ვიზრუნებთ.

ახალი წელი უფრო მხიარული რომ იყოს და  განწყობაც შევინარჩუნოთ, ფსიქოლოგები რამდენიმე მეთოდს გვთავაზობენ:


უყურეთ საახალწლო გადაცემებსა და ფილმებს
 


შეადგინეთ საშობაო ფილმების სია და დაიწყეთ მათი ყურება ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე. კარგი იქნება თუ იუმორისტულ ფილმებს აარჩევთ. ასევე თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება საქველმოქმედო სახის გადაცემები.

საახალწლო ფილმები, რომლებიც ჯადოსნურ განწყობას შეგიქმნით

უყიდეთ საჩუქრები საყვარელ ადამიანებს


საყვარელი ადამიანების გაბედნიერება განწყობას აგიმაღლებთ. ახალი წლის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, ბევრი ბედნიერი, გაღიმებული ადამიანი! ამიტომ, ბევრი სიყვარული და დადებითი ემოციები გაეცით.

მოუსმინეთ საშობაო სიმღერებს და იმღერეთ 


საშობაო სიმღერები განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩართეთ ისინი და გარკვეული პერიოდის შემდეგ შეამჩნევთ როგორ იწყებთ თავადაც სიმღერას. განწყობა ნელ-ნელა აუცილებლად აგიმაღლდებათ.

დაათვალიერეთ საშობაო დეკორაციები


ახალი წლის პერიოდში ქალაქები სადღესასწაულო და განსაკუთრებული განათებითაა მორთული, ამიტომ გაისეირნეთ ქალაქში და გამხიარულდით. 

აარჩიეთ საახალწლო სამოსი


აარჩიეთ ისეთი სამოსი, რომელშიც თავს კარგად, პირველ რიგში, კომფორტულად იგრძნობთ. ახალი სამოსის შეძენა განწყობას აგიმაღლებთ. 2024 წლის სიმბოლო მწვანე ხის დრაკონია. აღსანიშნავია, რომ დრაკონებს უყვართ წითელი და ოქროსფერი, რაც მათ ცეცხლოვან ბუნებას წარმოაჩენს. ამიტომ ახალ წელს აარჩიეთ წითელი ფერის სამოსი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

როდესაც სწორად შერჩეული თანამედროვე ტექნოლოგიები, სკოლა და ოჯახური მზრუნველობა ერთიანდება, წარმატება გარდაუვალია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება