სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ზამთრის განმავლობაში, რა წიგნების წაკითხვას ურჩევენ ერთმანეთს მოსწავლეები?
31-12-2023
-
+


მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა, მათ შორის მხატვრულ ლიტერატურასაც ეცნობიან. ახლა კი, ზამთრის არდადეგები დაიწყო, მათ მეტი თავისუფალი დრო ექნებათ. მოსწავლეთა ნაწილი ამ პერიოდის ნაყოფიერად გამოყენებასა და წიგნების წაკითხვას გეგმავს. 

ზოგიერთი მათგანი ნამდვილი „წიგნის ჭიაა“ და ახალ ნაწარმოებებსა და რეკომანდაციებს ეძებს. ჩვენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს ვკითხეთ, თუ რა წიგნის წაკითხვას ურჩევდნენ თანატოლებს. მათ განსხვავებული ჟანრისა და მოცულობის წიგნები დაასახელეს და იმაზეც გვესაუბრნენ, თუ რატომ გააკეთეს არჩევანი კონკრეტულ ნაწარმოებებზე. 

„ჩემთვის ზამთარი მაინც „ჰარი პოტერთან“ ასოცირდება. ყველა თანატოლს ვურჩევ, რომ ეს წიგნი წაიკითხონ. ფილმიც ძალიან კარგია, მაგრამ წიგნში ისეთი მონაკვეთებიცაა, რასაც ფილმში არ ვხვდებით. მგონია, რომ „ჰარი პოეტერი“ მეგობრობის შესახებაა. მასში წარმოდგენილია ბოროტისა და კეთილის ბრძოლაც, რაც, რასაკვირველია, სიკეთის გამარჯვებით სრულდება. საინტერესოა ის, რომ ყველა არც ისეთი ბოროტია, როგორიც თავიდან წარმოგვიდგენია. ამ წიგნის წაკითხვას ყველას ვურჩევდი, მგონია, რომ დიდებისთვისაც საინტერესო იქნება“,- ნიკუშა, მე-9 კლასის მოსწავლე. 

„ბოლოს სელენჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ წავიკითხე, ძალიან მომეწონა. ცოტა უცნაურია თითქოს, მაგრამ თან ნაცნობი და ახლობელი. მთავარი პერსონაჟი, ფაქტობრივად, ჩემი თანატოლია. ჩემთვის მისი ცხოვრება, შეხედულებები და ფიქრები საინტერესო აღმოჩნდა. ვფიქრობ, თინეიჯერებს ეს წიგნი წაკითხული უნდა ჰქონდეთ“,- ნია, მე-10 კლასის მოსწავლე. 

„თანატოლებს ნოდარ დუმბაძის მოთხრობების წაკითხვას ვურჩევდი. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „კუკარაჩა“ და „ბოშები“ მაქვს წაკითხული და სამივე ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით, ეს მწერალი მნიშვნელოვან საკითხებზე გვაფიქრებს. მოთხრობები ცოტა სევდიანია, მაგრამ ნამდვილად საინტერესოა“,- თაკო, მე-6 კლასის მოსწავლე. 

„სხვისთვის წიგნის რჩევა ძალიან საპასუხისმგებლოა. მე ფანტასტიკა მიყვარს, ამიტომაც ვურჩევდი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ წაიკითხონ. ახლა, ერთი საინტერესო წიგნი გამახსენდა, თანაც შობა-ახალი წლის თემატიკისაა, „მოგვთა საჩუქრები“ ჰქვია. გულშიჩამწვდომი და ემოციური ისტორიაა, რაც ახალგაზრდებმა უნდა წაიკითხონ“,- ლუკა, მე-9 კლასი.

ასაკის მიხედვით საკითხავ ლიტერატურას მოსწავლეებს „იზრუნე“ სთავაზობს  - იხილეთ წასაკითხი წიგნების სია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება