სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე ზუგდიდში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა - ახალგაზრდებს სემეკის თავმჯდომარემ მიმართა
13-12-2023
-
+


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) ორგანიზებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დებატების ტურნირის ფარგლებში, ზუგდიდში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა გახსნა და დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.


„დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან ერთად ვახორციელებთ უკვე მეორე პროექტს, რომელიც მოიცავს სკოლის მოსწავლეებს შორის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მნიშვნელოვან საკითხებზე როგორც მონაწილეთა ინფორმირებულობას, ასევე დებატების სხვადასხვა ტექნიკებით არგუმენტირებულ მსჯელობას. მიმდინარე დებატების ტურნირის ფარგლებში მონაწილეთა მხრიდან გამოიკვეთა ძალიან საინტერესო მოსაზრებები და პოზიციები, სწორი და ენერგეტიკის სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვები, რაც ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია.

ენერგეტიკა, როგორც ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ერთ-ერთი წამყვანი დარგი, საჭიროებს მუდმივ განვითარებასა და სწორი მიდგომების ჩამოყალიბებას საზოგადოებაში. დებატების საშუალებით ყალიბდება ის ჭეშმარიტი ღირებულებები და მოსაზრებები, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს სწორი ხედვების ჩამოყალიბების ფუნდამენტს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის თავმჯდომარე, თინათინ ცერცვაძე და სამეგრელოს რეგიონის 100-მდე მასწავლებელი და მოსწავლე ხობის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, ფოთის მუნიციპალიტეტების დებატების კლუბებიდან. მათ დებატების პროექტის მნიშვნელობასა და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს.

სემეკისა და დებატების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება. მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტი საჯარო სკოლის მოსწავლე.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას, კონსტრუქციული მსჯელობის, არგუმენტაციის უნარის, მასალების მოძიების, ორატორობის, გუნდური მუშაობის, დროის მენეჯმენტის ჩვევების ჩამოყალიბებას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება