სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

3 წიგნი, საახალწლო განწყობის შესაქმნელად
30-12-2023
-
+


გვიახლოვდება ყველასთვის საყვარელი ახალი წელი. „ჯადოსნური“ დღესასწაული, რომელსაც ყველა იმედებითა და სურვილებით სავსე ელის. ზოგი ახალი წლის სამზადის ზაფხულის დასრულებისთანავე იწყებს და განწყობისთვის თოვლის ფანტელს არ ელოდება. 

მაგრამ, თუ თბილისში ცხოვრობ და იცი, რომ შეიძლება ზამთარმა ისე ჩაიქროლოს ფიფქები მხოლოდ დეკორაციის სახით, ან „სახლში მარტოს“ ყურებისას ნახო და ამ ყველაფერს თუ ისიც ემატება, რომ სემესტრი მთავრდება და შენ სწავლის დაწყებას ისევ ორშაბათიდან გეგმავ, მაშინ აუცილებლად გჭირდება საახალწლო განწყობის შექმნა.

საახალწლო განწყობის შესაქმნელად გიზიარებთ 3 წიგნს, სადაც თოვლიცაა, ჯადოსნობაც, ხალისიც, სევდაც, სანტაც, გრინჩიც, ყველა და ყველაფერი, რაც 31 დეკემბრის საღამომდე წუთებს დაგათვლევინებთ. 

1. მორინ ჯონსონი, ჯონ გრინი და ლორენ მირაკლის „თოვს და ითოვოს“

კრებული „თოვს და ითოვოს!“ სამი ამერიკელი მწერლის: ჯონ გრინის, მორინ ჯონსონისა და ლორენ მირაკლის მხიარული საშობაო მოთხრობებისგან შედგება. აქ ყველაფერია: ქარბუქი, მეგობრობა, სიყვარული... - შობა-ახალწლის დღესასწაულების მთელი ხიბლი.

2.  ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერა“

ებენიზერ სკრუჯი სიმდიდრეზე დახარბებული მოხუცია, ვისაც მხოლოდ მოხვეჭა და ფულის დაგროვება ადარდებს. მთელ დღეებს სამსახურის ოთახში გამოკეტილი ატარებს და არასდროს უხარია შობის დადგომა. ყველაფერი იცვლება მაშინ, როცა სკრუჯს თავისი კომპანიონისა და მეგობრის, მარლის სული გამოეცხადება. სულებთან ერთად დიდ მოგზაურობაში, სკრუჯმა ისწავლა გულწრფელობის დაფასება, დაიჯერა, რომ არსებობს ემპათია და უპირობო სიყვარული. ნახა, რომ ადამიანების ბედნიერებას არ განსაზღვრავს სიმდიდრე და კეთილდღეობა. ადამიანების შემართებას, არ დანებდნენ და მიუხედავად ყველაფრისა, შობა იზეიმონ, შეუძლია გააკეთილშობილოს, გააუმჯობესოს ეს სამყარო.       

3. ო. ჰენრის „მოგვთა საჩუქრები“

ო ჰენრის საოცრად თბილი, სევდიანი და ამავდროულად მხიარული ისტორია, სადაც მწერალი გვიამბობს ახალგაზრდა, ღარიბი წყვილის შესახებ, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვართ და სიღარიბის მიუხედავად უნდათ ერთმანეთს საშობაოდ, რაიმე აჩუქონ… 




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება