სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შემოდგომის ბარაქა და ფერთა სიუხვე ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ღონისძიებაზე 
04-12-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოდგომას კოსტიუმირებული ღონისძიებითა და მრავალფეროვანი წარმოდგენით დაემშვიდობნენ. 

„შემოდგომის გაცილება“ - ასე უწოდეს მეექვსეკლასელებმა ღონისძიებას, რომელიც რუსული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის - ნანა კალაძის ხელმძღვანელობით გამართეს.

მოსწავლეებმა საკლასო ოთახი შთამბეჭდავი დეკორაციებით გააფორმეს, საშემოდგომო ნუგბარით მოაწყვეს კუთხე და დამსწრე საზოგადოებას შთამბეჭდავი წარმოდგენა შესთავაზეს. 

„კიდევ ერთხელ აგვავსეს შემოდგომის სილამაზითა და ფერთა სიუხვით. შემოდგომა ხომ წელიწადის დროებიდან ერთ-ერთი ულამაზესი სეზონია და საგანგებოდ მოწყობილ სცენასაც ამშვენებდა ფერთა სიუხვე. ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსები, სიმღერები, მისი სპეკტაკლი, შემოდგომის თემასთან დაკავშირებული სააზროვნო-სახალისო აქტივობები“, - ასე შეაფასეს შემოდგომისადმი მიღძვნილი ღონისძიება სკოლაში. პედაგოგს კი, მადლობა გადაუხადეს საინტერესო წარმოდგენისთვის. 

„თუ მასწავლებელს მხოლოდ საქმის სიყვარული აქვს ის კარგი მასწავლებელი იქნება. თუ მასწავლებელი აერთიანებს სამუშაოს და მოსწავლეების სიყვარულს, ის არის სრულყოფილი მასწავლებელი“, - ამ ფრაზით კი, სკოლაში, მასწავლებლის საქმიანობა, ღვაწლი და შრომა კიდევ ერთხელ დააფასეს. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება