| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და საჭირო ინფორმაციით მომარაგების მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება. სკოლაში ასევე, აქტიურად აღნიშნავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს.
ამჯერად, საღანძილის საჯარო სკოლასა და მოლითის საჯარო სკოლების ადმინისტრაციამ, წითელი ჯვრის მოხალისე პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, ბუნებრივი კატასტროფების შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები ჩაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წითელი ჯვრის ცენტრის ხელშეწყობითა და ინიციატივით შედგა.
პედაგოგებმა საინტრესო ინფორმაცია გააცნეს ბავშვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კატასტროფების თავიდან აცილება.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმაც საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გააცნეს. მათ ასევე თემატური კედლის გაზეთი შექმნეს და ცოდნა წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერი ბუნებრივი კატასტროფების შემცირების საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობა, თუ როგორ შეიძლება ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას