სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში წარმატებით მონაწილეობისთვის სიგელით დაჯილდოვდნენ
03-11-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობდა. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, თანატოლებს საზრიანობაში შეეჯიბრნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ქობულეთში „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 38 გუნდი და 190 მოსწავლე ეჯიბრებოდა. ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა, რომლის კურატორიც შორენა ბერიძე იყო, ღირსეულად იასპარეზა და შესაძლებლობები გამოავლინა. მათ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, სიგელი გადაეცათ.

გუნდურ ჩემპიონატს ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების განყოფილების უფროსი  სულხან ნიჟარაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება