სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ასპინძის საჯარო სკოლა საგანმანათლებლო ფორუმში წარმატებით მონაწილეობდა
03-11-2023
-
+


დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში მონაწილეობდა.

28-29 ოქტომბერს გაიმართა ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმი, რომელიც სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა - მარინა უშვერიძემ გახსნა.

ფორუმს ფასილიტაციას უწევდნენ გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის წარმომადგენლები - სიმონ ჯანაშია და ლევან ღამბაშიძე.

მთელი საქართველოს მასშტაბით 22 სკოლის წარმომადგენელმა აუდიტორიას გაუზიარა სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობის განხორციელებული ინიციატივები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული ინიციატივები სკოლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ემსახურებოდა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ჩატარებული ტექნიკის კონკურსის საფუძველზე  გამარჯვებული სკოლები გამოვლინდნენ.

აღსანიშნავია, რომ დაბა ასპინძის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ - ლაშა გვარამაძემ ფორუმზე პროექტის პრეზენტაცია: „უსაფრთხო მტკვრის ხეობა“  წარადგინა.

„პროექტის მიზანი იყო, სასკოლო საზოგადოებაში და თემში ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო მტკვრის ხეობის შესახებ“, - ამბობენ სკოლაში.

ფორუმს, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დაბა ასპინძის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ დიასამიძე და დიანა ბერიძე ესწრებოდნენ.

მათთან ერთად, მას, ონლაინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება