| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს პედაგოგებმა ანბანის სწავლა დღესასწაულად უქციეს.
I ა და I ბ კლასის მოსწავლეებთან პედაგოგებმა პირველი საანბანო გაკვეთილები დიდი ენთუზიაზმით ჩაატარეს.
„პატარები ხალისით შეეგებნენ ანბანის შემობრძანებას. ლექსებით, მხიარული სიმღერითა და საინტერესო აქტივობებით დახუნძლულ გაკვეთილები გამოვიდა“, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვებმა „ცოდნის სამყაროში“ იმოგზაურეს, ლექსებითა და საალერსო სიტყვებით შეამკეს „დედაენა“.
„გაკვეთილზე იყო ბევრი სიხარული, გაბრწყინებული თვალები და სიახლის მოლოდინი“, - ამბობენ სკოლაში.
გაკვეთილს დაესწრო და მოსწავლეები ძალიან გაახარა სკოლის დირექტორმა - მაია ქობულია-ნუცუბიძემ, რომელმაც დიდი სიყვარულით მიულოცა „ანბანეთის“ სამეფოში მოგზაურობის დაწყება პატარებს და უსურვა წარმატებები.
გაკვეთილს ესწრებოდნენ და პირველკლასელებს ამხნევებდნენ სასწავლო ნაწილის გამგე - გურამ ჩიხლაძე, ანა შენგელია, პედაგოგები: ნათია ვარდანიძე, ქრისტინა ქუთათელაძე.
„წარმატებებს უსურვებენ დამრიგებელებს - ფიქრია კვაბზირიძესა და თინათინ ნაცვლიშვილს, მუსიკის პედაგოგს- ხათუნა იობაშვილს და ჩვენ პატარა მოგზაურებს ცოდნის ამ ვეებერთელა სამყაროში!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას