სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა საყვარელი მწერლების შესახებ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს 
02-11-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ლეილა თვალაბეიშვილმა მე-8 ა კლასის მოსწავლეებს სახელმძღვანელოში განთავსებული კითხვების დახმარებით წარმოსახვითი ინტერვიუს ექსპერიმენტი შესთავაზა.

თანამედროვე სამყაროში ინტერვიუ ყველაზე გავრცელებული და ინფორმაციის მიღების მარტივი საშუალებაა. ინტერვიუ ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა. ამ მეთოდით, შესაძლებელია ნებისმიერი მოვლენის შესწავლა.

არსებობს ინტერვიუს უამრავი სახეობა, რომელიც მე-8 ა კლასის მოსწავლეებისთვის საყვარელი მწერლების ბავშვობის ეპიზოდების გასაცნობად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა.

მერვეკლასელებმა - ნინი ქარსელაძემ, სალომე გულისაშვილმა, ილია წიკლაურმა, კესო თორდიამ, ელისაბედ ჩხაიძემ, გიორგი ჩხიკვაძემ და მარიამ მეტრეველმა შესანიშნავად გაართვეს თავი ჟურნალისტის/ინტერვიუერის ამპლუას. მათ კლასში ორიგინალური და საინტერესო ვერსიები წარადგინეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

„შემოქმედებითი აზროვნება არის მოვლენათა ახლებურად ხედვის და პრობლემათა გადაჭრის ორიგინალური, მანამდე არარსებული გზის პოვნის უნარი. კრეატიული შაბლონური აზროვნების საპირისპირო ფორმაა.

აუცილებელია, რომ სწავლების პროცესში ჩავრთოთ მოსწავლეების წარმოსახვა. განუვითაროთ ბავშვებს მოვლენათა და ფაქტების აღქმის სიღრმე და მრავალმხრივობა, როგორც კრიტიკული, ასევე შემოქმედებითი აზროვნება. მოსწავლე მაშინაა წარმატებული და მოქნილი აზროვნების მქონე, თუ მას შეუძლია ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარ, განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენება. ამას უწოდებენ ტრანსფერს“, - აღნიშნავს საგნის პედაგოგი.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება