სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში ანბანის შესწავლა მოსწავლეებმა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს 
02-11-2023
-
+


ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში პირველკლასელებს ანბანის სწავლა პედაგოგმა დღესასწაულად უქცია.

მან ბავშვებს მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა, რომელთა მეშვეობითაც გააცნო მათ ანბანის პირველი ასო-ბგერა.

აქტივობებში ბავშვები დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ, რამაც მათ განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

„ცოდნის ტაძრისაკენ მიმავალი პირველი ნაბიჯები“ დედაენა, მშობლიური ენა — ენა, რომელსაც მშობლებისაგან ითვისებს ბავშვი როგორც ურთიერთობისა და აზროვნების იარაღს, სამშობლო ქვეყნის ენა. იმ ხალხის, ერის ენა, რომელსაც ადამიანი მიეკუთვნება... „დედა ენა“ - უპირველესია მთელ წიგნთა სამყაროში, ბუნების გამოღვიძების მახარობელია, იასავით სპეტაკია“, - ამბობენ სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „ანბანის შებრძანება“ იმდენად სასიხარულო და ამაღელვებელი აღმოჩდა, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა I კლასის თითოეულ მოსწავლეზე.

საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში მადლობას უხდიან პედაგოგებს, გიმნაზიელებს და წარმატებებს უსურვებენ მომავალში.

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ცენტრში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება