სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში იაკობ გოგებაშვილის იუბილეს თემატური ღონისძიება მიეძღვნა
02-11-2023
-
+


გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეულ თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ. 

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ისეთი მნიშვნელოვანი დღე ყოფილა, როგორც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით, მე-4ა კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის (მ. მიშველია) ხელმძღვანელობით, თემატური ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეებმა დიდი მწერლის შესახებ ისაუბრეს, მის შემოქმედებაზე წიგნები დაამზადეს და ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც საზეიმოდ - ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება