სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ბაღის დირექტორები - დოკუმენტი
06-11-2023
-
+


თბილისის საბავშვო-ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში გაწერილია ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები რომლებსაც საჯარო ბაღის დირექტორები უნდა აკმაყოფილებდნენ. etaloni.ge გთავაზობთ, დოკუმენტს სადაც დირექტორის ფუნქციები, მოვალეობები და კვალიფიკაციები დეტალურადაა განსაზღვრული:

ფუნქციები:

  • ქმინის ბავშვის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის და განვითარებისათვის შესაბამის პირობებს;
  • უზრუნველყოფს ბავშვის ჩარიცხვის არადისკიმინაციულ მიდგომას;
  • სახავს და ახორციელებს  ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგიით განსაზღვრული ფიზიკური გარემოს
  • მოთხოვნების შესრულების გეგმას;
  • წარმართავს საბავშვო ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას;
  • მეთვალყურეობს თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
  • ხელმძღვანელობს ქცევის პოზიტიური პოლიტიკის გატარებას;
  • ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას; 

 განათლება:

  • მინიმალური განათლება    უმაღლესი განათლება. სკოლამდელი აღზრდა და ფსიქოლოგია, ჰუნამიტარული მეცნიერებები. 
  • სამუშაო გამოცდილება საავალდებულოა  სპეციალობით ან/და შესაბამის სფეროში/დარგში – 2  წელი, მენეჯერულ პოზიციაზე 1 წელი.
  • სასურველია ინგლისური/რუსული ენების ცოდნა.
  • საკანონმდებლო აქტების ცოდნა
  • საქართველოს კონსტიტუცია (1, 2 თავი)
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (3 თავი)
  • საქართველოს ორგანული „კანონი საქართველოს შრომის კოდექსი“
  • საქართველოს კანონი  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
  •  საქართველოს მთავრობის №485 დადგენილება - ტექნიკური რეგლამენტის - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“
  • საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება - „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“
  • მთავრობის დადგენილება №478 – „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“
საკვანძო კომპეტენციები :

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
  • ცვლილებების/სიახლეების  ინიცირებისა და მართვის უნარი;
  • პროექტების მართვის უნარი;
  • თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
  • გუნდის განვითარების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული პროგრამები:

Microsoft Office Word - კარგი
Microsoft Office Excel - კარგი
Microsoft Office PowerPoint - კარგი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება