სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წარმატებული აბიტურიენტების სკოლები 1500 ლარს მიიღებენ - დოკუმენტი
06-11-2023
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც გაწერილია ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა.

დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში 100 პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხება, მიიღებს 3000 ლარს, ხოლო სკოლა - 1500-ს.

ოქროსმედლასონი მოსწავლეები 300 ლარს მიიღებენ, რაც შეეხება პედაგოგებს, „მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაჯილდოვდებიან ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებსაც ერთჯერადი ჯილდოს სახით გადაეცემა 500, ლარი, სამკერდე ნიშანი, მადლობის ბარათი/თაიგული“.

„100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სკოლის კურსდამთავრებულებს და მათ სკოლას, ერთჯერადად გადაეცემათ ფულადი ჯილდო, გრანტის მფლობელ მოსწავლეს 3000, ხოლო სკოლა 1500 ლარის ოდენობით (მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად). ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ეროვნული გამოცდების შედეგად 100%-იანი გრანტის მფლობელი კურსდამთავრებულების მონიტორინგი, ბაზის შექმნა, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და სამრევლო სკოლის მოსწავლე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე  ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  და მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა (100%), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023  წლის ბიუჯეტიდან წახალისების მიზნით ერთჯერადი გასაცემლის სახით მიიღებს 3000 (სამიათასი) ლარს, სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ წარმოდგენილი მასალებისა და ინფორმაციის საფუძველზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლობდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მფლობელი მოსწავლე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაფინანსდება 1500 ლარით (თითოეულ წარმატებულ მოსწავლეზე) სკოლის მცირე კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

ქვეპროგრამის ფარგლებში  წახალისდებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულები, რომლებიც ერთჯერადი ჯილდოს სახით  მიიღებენ 300 ლარს. ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა დაჯილდოების ცერემონია“, - ნათქვამია დადგენილებაში.

დეტალები იხილეთ ბმულზე.

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება