TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ნიჭიერი ბავშვების ასინქრონული განვითარება - ის, რაც პედაგოგებმა უნდა იცოდნენ 
28-10-2023
-
+


ნიჭიერ ბავშვებს ხშირად აქვთ არათანაბრად განვითარებული უნარების სხვადასხვა ვარიაცია. მაგალითად, ნიჭიერი ბავშვი შეიძლება იყოს შესანიშნავი მათემატიკაში, მაგრამ შედარებით სუსტი კითხვაში ან პირიქით. აღნიშნულ ასინქორნულ განვითარებაში ხშირად ინტელექტუალური უნარები საკმაოდ დაწინაურებულია, ხოლო მოტორული და/ან სოციალური უნარები ჩამორჩება.

ნიჭიერი ბავშვების კოგნიტურ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას შორის შეუსაბამობის აღსაწერად, ხშირად გამოიყენება ტერმინი ასინქრონია. იმის გამო, რომ ასინქრონულობა საკმაოდ ხშირად არის გამოხატული ნიჭიერ ბავშვებში, სფეროს ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სწორედ ასინქრონული განვითარება და არა უნარი ან პოტენციალი არის ნიჭიერების განმსაზღვრელი მახასიათებელი.

ნიჭიერების განმარტება, რომელიც ამ არათანაბარი განვითარების არსს ასახავს შეიმუშავა Columbus Group-მა 1991 წელს, აღნიშნული განმარტების თანახმად:

„ნიჭიერება არის ასინქრონული განვითარება, რომელშიც მოწინავე კოგნიტური შესაძლებლობები და გაზრდილი ინტენსივობაა გაერთიანებული და ქმნის შინაგან გამოცდილებას და გაცნობიერებულობას, რომლებიც ხარისხობრივად განსხვავდება ნორმისგან. მაღალ ინტელექტთან ერთად იზრდება ეს ასინქრონულობაც. ნიჭიერი ბავშვების უნიკალურობა მათ განსაკუთრებით დაუცველს და მოწყვლადს ხდის და მოითხოვს მოდიფიცირებას აღზრდაში, სწავლასა და კონსულტირებაში, რათა ნიჭიერი ბავშვები ოპტიმალურად განვითარდნენ“.

რაც უფრო ნიჭიერია ბავშვი, მით უფრო ასინქრონული შეიძლება იყოს მისი განვითარება სხვადასხვა სფეროს მიხედვით. ასინქრონულ განვითარების შემთხვევაში, ნიჭიერ ბავშვებში ინტელექტი უფრო სწრაფად და უფრო მეტად ვითარდება, ვიდრე სხვა
ატრიბუტები, როგორიცაა სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარება. მაგალითად, უჩვეულო არ არის, რომ 7 წლის ნიჭიერი ბავშვი კითხულობდეს მე-6 კლასის დონეზე, ასრულებდეს მათემატიკის დავალებებს მე-4 კლასის დონეზე და მოტორული უნარები მე-2 კლასის დონეზე ჰქონდეს განვითარებული. ზოგჯერ, შეიძლება იგივე ბავშვი სოციალურად თავის თანატოლებზე ბევრად უფრო დაბალ დონეზე ფუნქციონირებდეს.

მაღალი შემეცნებითი შესაძლებლობების და ინტენსივობის გამო, ნიჭიერი ბავშვები აღიქვამენ სამყაროს და ურთიერთობენ მასთან უნიკალური გზებით. შედეგად, ნიჭიერ ბავშვებს ხშირად სჭირდებათ დიდი მხარდაჭერა და გაგება როგორც სახლში, ასევე
სკოლაში. შესაძლოა, ბავშვიძლიერად განიცდიდეს იმას და უსაფუძვლოდ ნერვიულობდეს იმაზე, რაც სხვებს უმნიშვნელოდ და „წვრილმანად“ მიაჩნიათ. მათ შესაძლოა უჭირდეთ მეგობრების შეძენა და შენარჩუნება სკოლაში თანატოლების წრეებში, რადგან სხვებს ისინი ცოტა „უცნაურად“ მოაზროვნედ ეჩვენებოდეთ. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს ჰქონდეთ სპეციალური მომზადება ნიჭიერი ბავშვების მხარდაჭერის სფეროში, რაც მათ დაეხმარებათ გააცნობიერონ ბავშვების აზროვნებისა და ქცევის თავისებურებები.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, მშობლებმა, მასწავლებლებმა და სხვა სპეციალისტებმა გააცნობიერონ, რომ „ერთი ზომა ყველას არ ერგება“ და იმ ნიჭიერ ბავშვებსაც კი, ვისაც ინტელექტის კოეფიციენტის ერთნაირი ქულები აქვთ, შეიძლება არ ჰქონდეთ მსგავსი უნარები, პიროვნული მახასიათებლები, განვითარების ტემპი, შესაძლებლობები ან ინტერესები. ერთი ნიჭიერი ბავშვის ინდივიდუალური თვისებები შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს მეორისგან.

კომენტარები


ეტალონი

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

თანხის ჩარიცხვა დღეს, 18:00 საათამდე შეგიძლიათ - დეტალები  

კანდიდატთა  განაცხადებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კომისია ანონიმურობის პრინციპის დაცვით განიხილავს

ცნობილია საჯარო სკოლების სია, რომლებისთვისაც ახალ დაფებს იყიდიან - 3 300 სასკოლო დაფისთვის მილიონ 250 ათას ლარამდე დაიხარჯება 

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ გაზიანი სასმელების წარმოების პროცესი
 

გაკვეთილის თემა იყო - „მსოფლიოს სამი მნიშვნელოვანი ადგილი“

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება