სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი სერტიფიცირების კურსზე რეგისტრაციას იწყებს - გაეცანით დეტალებს
12-10-2023
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ცხადდება სურდოთარჯიმანთა (ქართული ჟესტური ენის თარჯიმანთა) სერტიფიცირების კურსის გავლის მსურველ პირთა რეგისტრაცია.

სერტიფიცირების პროგრამის გავლა შეუძლიათ: მოქმედ ქართული ჟესტური ენის თარჯიმნებს, რომელნიც ფლობენ ჟესტურ ენას და საქართველოს მასშტაბით ემსახურებიან ყრუ თემის წარმომადგენლებს სხვადასხვა მომსახურების სფეროში.

სურდოთარჯიმანთა სერტიფიცირების პროგრამაში მიღების ეტაპებია:

I) მონაწილეთა რეგისტრაცია;
II) მონაწილეთა გასაუბრება სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულ კომისიასთან.

სერტიფიცირების პროგრამის მიზანია: 

პროგრამის მიზანია, ყრუთა თემის წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო სერვისებსა და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მათთვის ხარისხიანი სურდოთარგმანის შეთავაზების გზით, რაც განხორციელდება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების გადამზადებისა და სერტიფიცირების შედეგად. პროგრამის ფარგლებში მოხდება მოქმედი ჟესტური ენის თარჯიმნების გადამზადება ქართულ ჟესტურ ენაში, თარგმნის თანამედროვე სტანდარტების, მიდგომებისა და ეტიკეტის გათვალისწინებით.

პროგრამა დაფარავს შემდეგ საკითხებს:

• თარჯიმნობის ტექნიკა, „რას ნიშნავს ყველაფრის თარგმნა“, თარგმნის სახეები, თარჯიმნის როლი სხვადასხვა დაწესებულებაში;
• ქართული ჟესტური ენა, თარჯიმნის როლი ყრუ პირის ცხოვრებაში, კალკირებული ჟესტური მეტყველება და ჟესტური ენა, ყრუ პირის ჟესტები, რომლებსაც შესაბამისი ქართული სიტყვები არ გააჩნიათ;
• საერთაშორისო ჟესტური ენა - თარგმნის სპეციფიკა უსინათლო/სუსტი მხედველობის მქონე სმენადაქვეითებულებისთვის/ყრუთათვის;
• სმენადაქვეითებულების/ყრუ პირების ფსიქოლოგიის სპეციფიკა;
• თარჯიმნის ეთიკა თარგმნისას;
• რთული ტერმინების თარგმნის სპეციფიკა (იურიდიული, პოლიტიკასთან ახლოს მყოფი ტერმინები).

ხანგრძლივობა, დროში განაწილება:  სურდოთარჯიმნის სერტიფიცირების პროგრამის ხანგრძლივობაა 60 საათი, 20 დღე -დღეში 3 საათი;

სურდოთარჯიმანთა სერტიფიცირების კურსი ჩატარდება დისტანციურად ან პირისპირ ფორმატში.

ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები:

პროგრამის გავლის შედეგად გადამზადდებიან სურდოთარჯიმნები, რომლებიც კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევენ ყრუთა თემის წარმომადგენლებს.

რეგისტრაციის ვადებია :12 –19 ოქტომბერი.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/u4zmoED2xHbg1d3U8


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება