სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

1000 ლარიანი დაფინანსება ბავშვებისთვის - ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
12-10-2023
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, სადაც განსაზღვრულია სოციალური დახმარების გაცემის პროგრამა.

ახალი დოკუმენტით, განისაზღვრა 18-წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინ დამოკიდებული) დაავადებული პირების საკურორტო დახმარება.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე, ერთ ბენეფიცარზე საკურორტო  მომსახურება დაფინანსდება წელიწადში არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

პროგრამით მოსარგებლეს უფლება აქვს ისარგებლოს მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე  არსებულ სასტუმროებში.

ბენეფიცარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.

მერიაში უნდა წარადგინოთ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების  მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის  ბარათი;

დ) ფორმა N100;

ე) დახმარების მიმღების  მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები და ინვოისი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება