სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში, სადაც დირექტორობის 10 მსურველი იყო, სამინისტრომ თითო კადრი წარადგინა - რის მიხედვით შეირჩნენ კანდიდატები?
07-10-2023
-
+


„სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორთა არჩევნები ჩაშლილია“ - ასე აფასებს, სასკოლო საზოგადოების უმეტესობა დირექტორობის კანდიდატების წარდგენას. როგორც სამინისტროს მიერ 5 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, სკოლების უმეტესობაში ხელმძღვანელობის პოზიციაზე ასარჩევად თითო კანდიდატია წარდგენილი. 

ორგანიზაცია CCIIR-მა, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამოქვეყნებულ ბიულეტენში აღნიშნული იყო, რომ დირექტორთა კონკურსისთვის ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილი 1409 კანდიდატმა გამოთქვა. ამასთან, გარკვეულ სკოლებში დირექტორობის სურვილი 10-ზე მეტ კანდიდატს ჰქონდა გამოთქმული, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე ყველა ამ სკოლაში თითო კანდიდატია წარდგენილი.  საერთო ჯამში კი დაახლოებით 400- მდე სკოლაში დირექტორობის პოზიციაზე გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილეობა 2 ან მეტი კანიდატს სურდა.

TOP 10 საჯარო სკოლა, სადაც დირექტორობის ყველაზე მეტი კანდიდატია დარეგისტრირებული

სამინისტროს გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 927 სკოლაში გაიმართება. უმეტესობაში კი თითო კანდიდატია წარდგენილი, რაც პედაგოგებისა და თავად დირექტორობის კანდიდატებისთვი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი აღმოჩნდა. ფაქტს, რამდენიმე სკოლაში უკვე მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები.

3 საჯარო სკოლაში მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დირექტორების დანიშვნა გააპროტესტეს - ისინი ამბობენ, რომ ხელმძღვანელები პოლიტიკური ნიშნით შეირჩნენ 

მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილი არსებული დირექტორების გათავისუფლებას აპროტესტებს. როგორც ისინი ამბობენ, მოქმედი ხელმძღვანელები, რომლებსაც სერტიფიცირება გავლილი ჰქონდათ არ წარადგინეს კანდიდატებად. ახალი დირექტორები, კი არა პროფესიონალიზმის, არამედ პარტიულ ნიშნით შეარჩიეს. 

„სკოლებისთვის დირექტორობის კანდიდატების შერჩევას, შერჩევა მოხდა არა პროფესიონალიზმის, არამედ პარტიული ნიშნით. სკოლების ტოტალური წმენდის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს“

„არ წარადგინეს კანდიდატებად ის მოქმედი დირექტორები, რომლებიც მხოლოდ თავისი მოვალეობების შესრულებით იყვნენ დაკავებულნი და უარს ამბობენ პოლიტიკურ ლაქიობაზე“

„დღეს, დემოკრატიის პირობებში, წაგვართვეს არჩევანის უფლება, ორი კანდიდატიდან ერთი დაგვესახელებინა...“ 

ასეთია, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებები... 

აქვე გთავაზობთ, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სიას

სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას. შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან აირჩევს დირექტორს 6 წლის ვადით მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება