სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

3 საჯარო სკოლაში მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დირექტორების დანიშვნა გააპროტესტეს - ისინი ამბობენ, რომ ხელმძღვანელები პოლიტიკური ნიშნით შეირჩნენ
06-10-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დირექტორობის იმ კანდიდატებისა და სკოლების სია გამოაქვეყნა, სადაც არჩევნები ჩატარდება.

ასარჩევი დირექტორობის კანდიდატებისა და სკოლების სია ცნობილია

აღნიშნულ ფაქტს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში პედაგოგების პროტესტი მოჰყვა; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 3 - ჩხოროწყუს N2, კირცხის N1, ახუთის N1, საჯარო სკოლაში მასწავლებლები და მოსწავლეები გაიფიცნენ - მათ დირექტორების პოლიტიკური შეხედულებით დანიშვნა გააპროტესტეს.

etaloni.ge ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლია ჯალაღონიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ დიდ შესვენებაზე მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა პროტესტი გამოთქვეს და საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს:

„ჩხოროწყუს N2, კირცხის N1 და ახუთის N1 საჯარო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი არ შეწყვეტილა... დიდ შესვენებაზე სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა საკუთრი პროტესტი ღიად დააფიქსირეს. ახუთის N1 საჯარო სკოლას დირექტორობის კანდიდატი საერთოდ არ ჰყავს, დანარჩენ 2 სკოლაში კი ახალი კანდიდატები არიან წარდგენილნი“.

რაც შეეხება რეაგირებას, როგორც ლია ჯალაღონია etaloni.ge-სთან განმარტავს, იგი მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება