სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

TOP 10 საჯარო სკოლა, სადაც დირექტორობის ყველაზე მეტი კანდიდატია დარეგისტრირებული
18-07-2023
-
+


სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი საქართველოს 2074 საჯარო სკოლაშია გამოცხადებული. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც 2013-2014 წლებში, ასევე 2022-2023 წელს სერტიფიცირებულ დირექტორების კანდიდატებს. 

ორგანიზაცია CCIIR-მა, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, ინფორმაციული ბიულეტენი - „დირექტორობის კანდიდატები საქართველოს საჯარო სკოლებში“ მოამზადა. დოკუმენტში აღწერილია: როგორია სკოლის დირექტორის გავლენა მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე, რამდენად რეალურია დირექტორების არჩევნების პროცესი საქართველოში, როგორი კონკურენციაა ქალაქების, სოფლების/თემის/დაბის სკოლებში. ამასთან, ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, თუ რომელ სკოლებშია ყველაზე მაღალი კონკურენცია.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორთა კონკურსისთვის ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილი 1409 კანდიდატმა გამოთქვა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც სკოლის დირექტორობის კანდიდატთა რაოდენობა 10-ს აჭარბებს:

  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №163 საჯარო სკოლა;
  • ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლა;
  • თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის №1 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ თბილისის №114 საჯარო სკოლა (16 კონკურენტი);
  • ქალაქ თბილისის №136 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ თბილისის №177 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ თბილისის №64 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ რუსთავის №22 საჯარო სკოლა.
შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველების გასაუბრება 24 ივლისს აჭარაში დაიწყება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის მსურველი კანდიდატების წარდგენის მიზნით, დირექტორობის უფლების მქონე პირმა, კომისიის წინაშე გასაუბრებაზე უნდა წარადგინოს განაცხადში მითითებული ყველა სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვა.

საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა გასაუბრებები 24 ივლისიდან იწყება - დეტალური განრიგი თითოული აპლიკანტისთვის
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება