სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ  
29-09-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის საზეიმო ვითარებაში კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს ჯილდო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ. 

კლასის ხელმძღვანელებმა დამსახურებული ჯილდო სიამაყით გადასცეს წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებიც არიან:


  1. ვანდა კუპრავა - მე-10 ა კლასი (დამრიგებელი ნელი სიმონიშვილი);
  2. ანა-მარია კლდიაშვილი - მე-10 ბ კლასი (დამრიგებელი ბელა სვანიძე);
  3. ანი სულამანიძე - მე-10 ბ კლასი (დამრიგებელი ბელა სვანიძე);
  4. სალომე ხვედელიძე - მე-10ბ კლასი (დამრიგებელი ბელა სვანიძე);
  5. პავლე დავითულიანი - მე-10გ კლასი (დამრიგებელი გულისა ხუსკივაძე)

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ქუთაისის ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის თავმჯდომარე ნინო ტყეშელაშვილი და თანამშრომელი გრიგოლ კაპანაძე. სტუმრებმა სკოლის მე-10 კლასების მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულება მიულოცეს.

როგორც სკოოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა სიხარული გაიზიარეს კლასის დამრიგებლებმა, რომლებმაც ისაუბრეს, თუ როგორი მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით მიაღწიეს მათი სადამრიგებლო კლასების მოსწავლეებმა ამ წარმატებას.

„პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარემ - ინგა ხაჟომიამ, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ - მარიამ ნაზარენკომ, სკოლის ბუღალტერმა - ლილი გოგიჩაძემ, სკოლის ინფორმაციულმა მენეჯერმა მარი ივანიძემ და მოსწავლეთა მშობლებმა, აღნიშნეს, რომ ეს ჯილდო გადაეცათ ჩვენი სკოლის რჩეულ მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებებებისათვის, რაც მეტად მნიშვნელოვანია და მოტივაციას აძლევს სხვა მოსწავლეებს, რათა მეტი მონდომებით ისწავლონ, ასახელონ მშობლიური სკოლა, საყვარელი მასწავლებელები, გაიზარდონ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ია ჩინჩალაძემ შეკრებილ საზოგადოებას შეახსენა, რომ წარჩინებული მოსწავლეები მე-7, მე-8 , მე-9 კლასებში მიღებული წლიური ქულათა შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან, საფეხურის ქულა უნდა იყოს 10 ქულა, რათა მათ წარჩინებული მოსწავლის სტატუსი მოიპოვონ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მიიღონ პორტატული კომპიუტერი.

„მოსწავლეებმა მადლიერება და სიხარული გამოხატეს მიღებული საჩუქრის გამო, სიყვარული აღმზრდელი მასწავლებლების მიმართ და სკოლას უსურვეს ბევრი წარჩინებული მოსწავლის აღზრდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლა მათით ამაყობს და მომავალში კიდევ მეტ წარმატებას უსურვებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება