სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“- აკეთის საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით,  პრეზენტაცია გაიმართა
28-09-2023
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია - „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“ გაიმართა. მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს. მათ საკუთარი აზრი დააფიქსირეს და თემის გარშემო ისაუბრეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა პოსტერები მოამზადეს და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ შორის იყვნენ ამავე სოფლის მკვიდრინი, სამშობლოსთვის თავდადებული გმირები - ზაზა ჩხაიძე და გია ტრაპაიძე. 

ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი ლეილა გოგელია უძღვებოდა.

„ნაჩვენები იქნა ომის ემოციური კადრები, გაიხსენეს ჩვენი ისტორიის მეტად მტკივნეული პერიოდი, ის საშინელება, რომელიც აფხაზეთიდან ლტოლვილმა ხალხმა გამოიარა. პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებულ, ჩვენი სოფლის გმირებს - ზაზა ჩხაიძეს და  გია ტრაპაიძის სახელს. ყველამ ერთხმად გამოთქვა სურვილი რომ მალე იხილონ ერთიანი საქართველო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება